2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
- კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები - 2 ადგილი
- პროფესიული განათლება - 2 ადგილი
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №22/01-01, 06.02.2025)
ა) დოკუმენტაციის მიღება -17-24 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში -25 თებერვალი; (14:30 სთ)
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 26 თებერვალი (13:00 სთ);
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 26-27 თებერვალი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 28 თებერვალი (13:00 სთ);
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 28 თებერვალი;
ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 4 მარტი;
თ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 4 მარტი;
ი) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 4 მარტი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ზ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის
მ) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც;
ო) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ III კორპუსი, ოთახი 205, ნინო ბერაძე ტელ: 225 04 84 (შიდა 3225).